თბილისის მურალფესტი
ჩეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის ახალი იერსახე – მინდელის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა კანადელი სთრით-არტისტის შთაგონების და ინსპირაციის წყაროდ იქცა.
ემანუელ ჯარუსი კორპუსის მოხატვას ასრულებს – პროექტი „თბილისი მურალ ფესტივალის“ ნაწილია, რომელიც საქართველოს გარდა არაერთ ქვეყანაში ტარდება. კანადელ ხელოვანს მსგავსი შენობების და საჯარო სივრცეების მოხატვის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – თანაც ცნობილ მეგაპოლისებში.
ქუჩის მხატვრობის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია იმართება და მიზნად ისახავს ერთფეროვანი ურბანული სივრცეების ღია გალერეად გარდაქმნას. წლიდან წლამდე „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში მასშტაბურ მურალებს არაერთი უცხოელი და ქართველი არტისტი ქმნის.