თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი სპეცტექნიკა გადაეცა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა – მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეისყიდა. ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო ექვსი სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებები, საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკის განახლების მიზანი დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებში, წესრიგის დაცვის ღონისძიებების თანაბრად და ეფექტურად შესრულებაა.

ასევე, დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვა, დარღვევებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირება, მათი დროული აღკვეთა და პრევენცია წარმოადგენს. ახალშესყიდულ ავტომობილებთან ერთად, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იყო „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ახალი მიმართულებაც, მოტოინსპექცია.