თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალის მერიაში დღეს თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა. კახა კალაძემ სხდომაზე ოპონენტებს უპასუხა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, 25 აგვისტოს მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა. თბილისის მერმა სხვა მეტროსადგურებში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა. მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.