თბილისის მთავრობის სხდომა

ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩოგბურთო კორტების მშენებლობა იგეგმება – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო და იქ საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმებოდა, თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ კერძო საკუთრების გამოსყიდვა მოხდა. შესაბამისად, თბილისს ახალი საჩოგბურთო კორტი ორ წელიწადში ექნება.