თბილისის მთავრობის სხდომა

სიახლეები სატრანსპორტო პოლიტიკაში და წინასაახალწლო სამზადისი დედაქალაქში. ეს ის თემების ნაწილია, რაზეც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, რაც საცობებს ქმნის. ავტომობილების რაოდენობის შემცირება კი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, თბილისში საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს სამ ადგილზე, ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე გაიხსნება. 31 დეკემბერს გალაკონცერტი კი ევროპის მოედანზე გაიმართება.