თბილისის მთავრობის სხდომა

1 ივლისიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ასევე ჟიული შარტავასა და გიორგი სააკაძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე იგეგმება. ზონალურ საათობრივი პარკირება ამოქმედდება სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებზეც ისაუბრა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ეროვნული გამოცდების პერიოდში, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა იგეგმება.