თბილისის მთავრობის სხდომა

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ კანონი მკაცრდება და მათთვის გამოწერილი ჯარიმის ჩაბარების წესი იცვლება. კომპანია, რომელიც კანონს დაარღვევს და მის მიმართ ადმინისტრაციული საჩივარი დაიწერება, საჯარიმო ქვითარი ჯერ მას ფოსტით გაეგზავნება, ამის შემდეგ კი უკვე ჯარიმის ქვითარი სამშენებლო ობიექტზე განთავსდება, რაც ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზეც, რასაც მერია შშმ პირების უფლებების დასაცავად ახორციელებს.

14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის დღეა.