თბილისის მთავრობის სხდომა

12:32, 02.02.2022

თბილისში უკანონო მშენებლობების პრობლემების მოგვარებას სპეციალური კანონი უზრუნველყოფს და ოპოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე განმარტებით, ეს პრობლემა უკვე წლებია, მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით 2017 წლიდან გააქტიურებულია. კახა კალაძემ დღესვე აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა საკითხის მოსაგვარებლად გადამწყვეტია.

 

მსგავსი