თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისში, უსახლკარო ოჯახები მომდევნო თვიდან საცხოვრებელ ფართს მიიღებენ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, საარჩევნო დაპირების ფარგლებში, შემდეგი თვიდან სახლებით პირველ ეტაპზე 16-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, ჯამში კი 400 ოჯახი მიიღებს მუნიციპალურ საცხოვრისს.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ახალი ზონალური პარკირების არეალების მოწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონში ამოქმედდება, საბურთალოზე კი დამატებითი ადგილები გამოიყოფა, პირველი თებერვლიდან ამ რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ უფასო იქნება.
დღევანდელი სხდომა დედაქალაქის მერმა უკრაინაზე საუბრით დაიწყო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

დატოვე კომენტარი