თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერმა განვლილი ერთი წელი შეაჯამა. 2021 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობას მისი უწყების ახალი გადაწყვეტილებები გააცნო.

მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს საურავები ჩამოეწერებათ და იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნულმა პირებმა მერიის შესაბამის სამსახურს 1-ელ აპრილამდე უნდა მიმართონ.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე პარკირების ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ გარკვეულ პირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.