თბილისის მთავრობის სხდომა

დიდი დიღმის მაცხოვრებლებს სარეკრეაციო სივრცე ექნებათ. საუბარია, მეორე და მესამე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაწყვეტილების შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ტერიტორია კერძო საკუთრება იყო, თუმცა ადგილმონაცვლეობის შედეგად, ის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე კი, ახალი პარკი გაშენდება. კახა კალაძის თქმით, რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მარშალ გელოვანის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდა და მისი გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება. მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების თანადაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრეს. განაცხადების მიღება 10 სექტემბრიდან იწყება.