თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება, აქედან 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა განაცხდა. კახა კალაძის თქმით, ეს თანხა დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტია. ბიუჯეტის პროექტი უახლოეს დღეებში გადაგზავნილი იქნება თბილისის საკრებულოში განსახილველად.