თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს. საუბარია თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთზე. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც 3 სექტემბერს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.