თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება გრძელდება. იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ადგილზე ახალი აშენდება. საკითხზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ კორპუსს მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს, რაც სრულ დემონტაჟს საჭიროებს. შენობაში 45 ოჯახი ცხოვრობს, რომლებმაც ინვესტორთან ერთად, მუნიციპალიტეტს სახლის ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართეს. მშენებლობის პერიოდში მოსახლეობა ქირით იქნება გაყვანილი, ხოლო პროექტი თბილისის განვითარების ფონდისა და კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება.