თბილისის მთავრობის სხდომა

15:12, 03.06.2026

თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდებს საზაფხულო პროგრამას წელსაც სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით ისარგებლონ. რეგისტრაციის გავლა დღეიდან ვებ გვერდზე youth-tbilisi.ge-ზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, რეგისტრაცია იწყება საზაფხულო ბაღებში მიღების მსურველებისთვისაც. აპლიკანტებს განაცხადების შევსება 8 ივნისიდან ონლაინ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე შეეძლებათ.

მსგავსი