თბილისის მთავრობის სხდომა
სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება. თბილისის განვითარების ფონდი, პროექტის ფარგლებში შენობების ავთენტურობას სრულად შეუნარჩუნებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. რეაბილიტაცია შენობა-ნაგებობების აღდგენასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც გულისხმობს. მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ეკონომიკურ პროგრამასაც აანონსებს და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად პროექტის გაფართოებას გეგმავს.