თბილისის მთავრობის სხდომა

15:28, 25.02.2026

თბილისის მერია ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ინსპექტირებას ამკაცრებს – მიზეზი, ჩაბარებულ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ხარვეზებია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიქსირდება ისეთი ფაქტები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟი მოხდა. აღინიშნა, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, არ არის გამორიცხული, კანონდამრღვევი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.

მსგავსი