თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერიამ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი განმეორებით 13 თებერვალს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესების შესაბამისად გამოაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, მიზეზი უცხოური კვალიფიციური კომპანიების მხრიდან დაინტერესება იყო. ტენდერის დასრულების თარიღად 31 მარტი განისაზღვრა. როგორც მერიაში განმარტავენ, ცვლილება პროექტის ბიუჯეტსა და შესრულების ვადას არ შეეხება.