თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერია ვანდალიზმთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გეგმავს. მიზეზი ბოლო პერიოდში დედაქალაქში, ფასადების დაზიანების ფაქტების გახშირებაა. როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად 5 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობის იერსახე დააზიანეს, რამაც ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.