თბილისის მთავრობის სხდომა

12:17, 17.12.2025

თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსია უკვე მზად არის და ის დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა. 2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 2 მილიარდს აღემატება და მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია. წინა წლების მსგავსად, თბილისის მერიისთვის მთავარ პრიორიტეტს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება წარმოადგენს.

მსგავსი