თბილისის მთავრობის სხდომა
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, სერვისები და საახალწლო ღონისძიებები, – დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. კახა კალაძის განმარტებით, სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და ინფრასტრუქტურა განახლდება. ასევე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უახლოეს პერიოდში დასრულდება და ქალაქის ახალი წლის ფერებში განათება 12 დეკემბერს იგეგმება.