თბილისის მთავრობის სხდომა
მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. პროექტი გზის რეაბილიტაციასთან ერთად, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებასაც გულისხმობს და ადგილზე სანიაღვრე კოლექტორიც ეწყობა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 3 600 000 ლარამდე დაიხარჯება.