თბილისის მთავრობის სხდომა
კანონმდებლობის მიხედვით, ხვალიდან თბილისის მერიის მთავრობის წევრებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს უფლებამოსილება უჩერდებათ. მათ ნდობა თბილისის საკრებულომ უნდა გამოუცხადოს. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანო ახალი შემადგენლობით 31 ოქტომბერს შეიკრიბება. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იქნება.