თბილისის მერია ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით – მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანი, დიდი დიღმის მოსახლეობის მეტროპოლიტენთან დაკავშირებაა, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება.