თბილისის მთავრობის სხდომა
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. მისივე თქმით, ურეიტინგო პოლიტიკოსებმა წამოიწყეს სპეკულაციები. კალაძის თქმით, მომავალი ოთხი წელი იქნება დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის პერიოდი.