თბილისის მთავრობის სხდომა

„ისწავლე და დასაქმდის“ პროექტის ახალი ეტაპისთვის ონლაინრეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. თბილისის მერიის ინიციატივა დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეების მოკლევადიანი კურსებით, პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს. სწავლა სრულიად უფასოა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ დასრულებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.