სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სამ კმ-იან მონაკვეთზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები. არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.