19 ივნისიდან, თბილისის მერია უსაფრთხოების მიზნით გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის შემოწმებას იწყებს. გეგმური გამოკვლევის სამუშაოები გმირთა მოედანზე 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და ამ პერიოდში, ღამის ორი საათიდან დილის ექვს საათამდე გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.