ქეთევან დედოფლის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების ქსელი და ფიტნეს-ზონა მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. ამის გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ მოედანს. ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება.