თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერის მოადგილედ გიორგი ტყემალაძე დაინიშნა, ის წლების განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ხმალაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მერია ვაკეში, ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას დღეიდან იწყებს.