თბილისის მერია ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მერია დაზარალებულებს ფინანსურ დახმარებასაც გაუწევს. ხანძარი გასულ კვირას სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას გაუჩნდა, რომლის შედეგადაც, დაახლოებით 400 მოვაჭრე დაზარალდა.