აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. 21 აპრილს მეტრო მგზავრებს დილის 04:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს ავტობუსები მგზავრებს, დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე უფასოდ გადაიყვანენ. დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს „ფეისბუქ”-გვერდის საშუალებით გავრცელდება.