თბილისის მთავრობის სხდომა

უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, ამჟამად, გვირაბის შესასვლელ-გასასვლელის პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდრო საიზოლაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი.