თბილისის მთავრობის სხდომა

მაისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. სამუშაოები შემოდგომამდე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, ეს პროექტის მეორე ეტაპია.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე „თბილსერვისი“ ჯგუფის ახალ სერვისზეც ისაუბრეს. საუბარია არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრის ფუნქციაზე. ეს სერვისი ფასიანი იქნება.