თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამას აგრძელებს. სოციალურად დაუცველი პენსიონერები, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების შეძენას ვაუჩერით კვლავ შეძლებენ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სხვა პროექტებზეც ისაუბრეს. მერია საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ლილოს დასახლებიდან სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს. მუნიციპალიტეტს ამ პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე ადგილი უკვე შერჩეული აქვს.