ასი წლისა და ასზე მეტი ასაკის ადამიანები თბილისის მერიისგან დაბადების დღეზე 10 ათას ლარს მიიღებენ. ეს თანხა დღემდე ათას ლარს შეადგენდა, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მერმა ისაუბრა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ასევე იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები იწყება. ტერიტორია მეწყერსაშიშია და პროექტის დასრულება რვა თვეში იგეგმება. მთავრობის სხდომაზე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრეს.