საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.