თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისში, საცობების განტვირთვის მიზნით, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. M3, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება პიკის საათების პერიოდშია დაგეგმილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ბიზნეს სექტორთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მოხდება.