თბილისის მთავრობა დამტკიცებულია.
მერის მოადგილეებმა, სამსახურების უფროსებმა და გამგებლებმა ახლად არჩეული საკრებულოსგან მხარდაჭერა მიიღეს. ოპოზიციამ ხმა წინააღმდეგ მისცა. დედაქალაქის მთავრობაში მხოლოდ რამდენიმე ახალი სახეა. მესამე ვადით არჩეულმა მერმა დეპუტატებს 4-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. დღეს ცნობილი გახდა, რომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის და არაერთი კვლევითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. პრიორიტეტად სახელდება ავარიული სახლების და ლიფტების ჩანაცვლება, ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება, ტრამვაის და საბაგირო ხაზების გაყვანა, ავტობუსების პარკის გაზრდა. გეგმაშია სამი გამზირის რეაბილიტაცია. დაისვა მწვავე კითხვებიც ოპონენტებისგან. ოპოზიცია კრწანისის რაიონში დაანონსებული მსხვილი არაბული ინვესტიციით მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს.