თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო

„თბილისი ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით ხვდება დედაქალაქი ახალ 2024 წელს. თბილისის ცენტრალურ გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ, ქალაქის საახალწლო ილუმინაციებთან ერთად აინთო. საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანოს და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.