თბილისის მშრალი პორტის პრეზენტაცია

18:02, 03.06.2025

თბილისის მშრალი პორტი – პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო. „თბილისის მშრალი პორტი საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების ზრდაში, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში. ამასთან, საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში.

მსგავსი