თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდა

სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საქართველოში პორტებს და ლოჯისტიკურ ცენტრებს ერთმანეთთან დააკავშირებს. სატესტო მუშაობის შემდეგ თბილისის მშრალი პორტი გახსნილია: სამ ფაზად დაყოფილი პროექტი წელიწადში 200 000-მდე კონტეინერის გატარებაზეა გათვლილი. ამ დროისთვის პირველი ფაზაა დასრულებული. სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო თანამედროვე ტერმინალი თბილისთან 7 კილომეტრში მდებარეობს. მიზანი საქართველოსა და ცენტრალური აზიის ნავსადგურებს შორის დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულებაა. მოლოდინია, რომ ქართული პორტების მომსახურების გარდა, ახალი ობიექტი ქვეყანას რეგიონულ ჰაბად აქცევს და გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე, შუა დერეფანში საქართველოს როლს მნიშვნელოვნად გაზრდის და სატრანზიტო პოტენციალს გააძლიერებს.