თბილისის მერმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა

დედაქალაქის მერმა მოადგილეებთან ერთად, სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძემ ყურადღება ღამის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს, რომ თბილისი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი გახდეს.

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მშენებლობის სფეროში არსებულ პრობლემებსაც გამოეხმაურა. მაია ბითაძის განცხადებით, შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მშენებარე ობიექტებზე ზედამხედველობის ფუნქცია გააძლიერა.

კახა კალაძემ 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარებასა და ლილოს ნაგავსაყრელის დახურვაზე ისაუბრა.

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც თბილისი მერი თბილისში პარკირების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.