თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება. კახა კალაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება და სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს. ქართულ დელეგაციაში პარლამენტის წევრები და მერიის თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელიცაა.