კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბუდაპეშტში ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა. როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ხაზი გაუსვა უნგრული ფეხბურთის ისტორიაში იოზეფ ბოჟიკის როლს და მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ფეხბურთის აკადემია დაათვალიერა.