თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში

18:12, 28.09.2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თბილისის მერის ვიზიტი დაიწყო. კახა კალაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს ეწვევა, სადაც შეხვედრას კომპანიის დირექტორთან გამართავს და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს. ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდება.

მსგავსი