თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის, კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა, ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ ახალ ვაგონებს, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა მეტროს ვაგონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ დაამზადა.