თანამშრომლობის გაღრმავება თბილისსა და მილანს შორის და ორი ქალაქის კიდევ უფრო დაახლოვება – კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება.
თბილისის მერი უკვე შეხვდა მილანელ კოლეგას. ასევე ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების გააქტიურებასთან ერთად, მსჯელობის საგანი იყო სამომავლო ერთობლივი პროექტები – უკვე ხვალ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნება. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.