თბილისის მერის შეფასება

კორექტირებული ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობამ  თანხების მოძიება შეძლო, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. მისივე განმარტებით, ბიუჯეტის ნაწილი ასი ახალი ახალი ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება და ეტაპობრივად ავტოპარკის შეცვლა დაიწყება.

თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც გუშინ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.