თბილისის მერის საქმიანობის ორი წელი

21:56, 28.11.2019

თბილისის მერმა საქმიანობის ორი წელი შეაჯამა.

პროექტებზე საუბრის დროს განსაკუთრებული აქცენტი სატრანსპორტო პოლიტიკაზე და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაკეთდა. თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა, „სითი პარკის“ ჩანაცვლება, პარკირების საათობრივი სისტემის დანერგვა, ტაქსების რეფორმა, – ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაწყებული პროექტებია. მერმა იმ გზების, ქუჩების, უბნების და გამზირების სიაც წარმოადგინა, რომლებსაც ბოლო ორ წელში მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პრეზენტაციის დროს საუბარი შეეხო მომავალი წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებსაც.

მსგავსი